ლვოვში გამართული შეხვედრა დონეცკის სატარსა და მადრიდის რეალს შორის დრამატული და უხვგოლიანი გამოდგა.
მადრიდელებმა პიატოვის კარში 4 ბურთი შეაგდეს, რის შემდეგაც მასპინძლებმა 3 ბურთის გაქვითვა შეძლეს, თუმცა ანგარიშის გასათანაბრებლადს დრო არ ეყოთ.
შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:4 დასრულდა.