საპარლამენტო უმცირესობის წევრის, პეტრე ცისკარიშვილის მოსაზრებით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნით ინვესტიციების შემოდინება მცირდება.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ცისკარიშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნები“-ს ხელისუფლების დიქტატურასა და თავისუფალი მედიის ჩახშობაზე თვალს არ დახუჭავს.
„ევროპაში პარტნიორებს ღიად ვესაუბრებით, ხელისუფლება თუ რას აკეთებს და არ აკეთებს. ჩვენი უახლოესი მეგობრები ციხეში სხედან, იმის გამო, რასაც ივანიშვილის ჩინოვნიკები ყოველდღიურად აკეთებენ. ქვეყანაში პოლიტიკური დევნით ინვესტიციების შემოდინება მცირდება და ქვეყანა უცხოელი თუ ადგლობრივი ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ არის. მსყიდველუნარიანობა ერთი მილიარდი ლარით შემცირებულია, მაგრამ ეს ჩვენს ჩინოვნიკებს არ ეტყობათ“, - დასძინა ცისკარიშვილმა.