საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული მხარდამჭერების - მირიან დეისაძის, ნიკა ნარსიასა და კახა გაბუნიას სახით სინდისის პატიმრები ჰყავს.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, წიკლაურმა დაკავებულ ახალგაზრდებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიოში სიახლე აღარ არის, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან.
მისი თქმით, ეს დადასტურებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მათ შორის, ევროპარლამენტის.
„დღეს კიდევ ახალი რეალობა გაჩნდა, რომელიც მძიმე რეალობაა. საქართველოში სინდიდის პატიმრები გაჩნდნენ. მირიან დეისაძე, ნიკა ნარსია და კახა გაბუნია მხოლოდ იმიტომ დაისაჯნენ, რომ პროდსავლურ მედიას იცავდნენ. ხშირ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფო პრორუსულ და ფაშიტურ მედიას აფინანსებს, ამ დროს კი, საქართველოს ევროპული განვითრების მხარდამჭერები ისჯებიან. ამ ადამიანების სახით საქართველოს სინდიდის პატიმრები ჰყავს, რადგან თავისუფალი აზრის გამოთქმა საფუძველი გაჩნდა იმისა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. ამ გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლე დღეს დაწინაურებულია და მას ხელფასი მოუმატეს. დღეიდან, საქართველო ისეთ ქვეყნად გადააქციეთ, სადაც ძალადობის პრიმიტიული წყურვილი უფრო მაღლა დგას, ვიდრე კანონი. ქვეყნის აშენებას ბოღმით ცდილობთ. იმ მომავალი ადამიანების კულტივაციას ეწევით, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ წინა მთავრობას ანგარიში გაუსწორონ“, - განაცხადა წიკლაურმა.