თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მერსედესის მარკის ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული მრავლობითი დაზიანებით და უგონო მდგომარეობაში ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქვეითი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.