ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ბრალი უკვე წაუყენეს. დაკავებულს 327-ე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმღვანელობას გულისხმობს.
დავით ბორჩაშვილს ადვოკატები პროცედურულ დარღვევებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბრალდების მხარეს არ გააჩნია მტკიცებულებები.
თავად დაკავებული კი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. მას ქირურგიულ ოპერაციას ხვალ გაუკეთებენ.