ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა აბაშიძის N17-თან გვიან ღამით მოხდა.
ოჯახის წევრების და ადვოკატის თქმით, მსგავსი ფაქტი უკვე მესამედ ხდება, თუმცა არც ერთ შემთხვევაში გამოძიება ბოლომდე არ მისულა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ითვალისწინებს.