ჯეიმს კემერონის ბლოკბასტერმა "ავატარმა" რუპერტ მერდოკის მედიაკორპორაციის News Corp.-ის 2009-2010 საფინანსო წლის მოგება მნიშვნელოვნად გაზარდა.
კომპანიის საერთო შემოსავალი 19 პროცენტით გაიზარდა და 8,8 მლრდ დოლარი შეადგინა.
"ავატარი" კინოკომპანია 20th Century Fox-მა გადაიღო, რომელიც რუპერტ მერდოკის მედიასტრუქტურაში შედის. მსოფლიოში ფილმის სალარო შემოსავალმა 2,7 მლრდ დოლარს გადააჭარბა.