ორშაბათს, გლდანის ხელბურთის აკადემიაში იწყება 2015-16 სეზონის პირველი ოფიციალური შეჯიბრება - საქართველოს თასის გათამაშება. ჯგუფური ტურნირი პარასკევს დასრულდება, შაბათს ნახევარფინალია, ხოლო თასის მფლობელის
ვინაობა კვირას გაირკვევა - ფინალური მატჩი ახალი სახელბურთო არენის მთავარ
დარბაზში გაიმართება.
ითამაშებს ორ ჯგუფად დაყოფილი 10 კლუბი - უმაღლესი ლიგის 10 გუნდს
ემატებიან გორი და წყალტუბო. ტურნირის შემდეგ ეროვნული ნაკრების ახალი
მწვრთნელი, ლევან გელაშვილი შეკრებს საუკეთესოებს და დაიწყება მზადება 2017
წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის, რომელიც 5-7
ნოემბერს, ისრაელში გაიმართება - მასპინძლების, პორტუგალიის, ესტონეთისა და
საქართველოს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობით.
საქართველო თასის შარშანდელი მფლობელია სახელბურთო კლუბი სამტრედია.