შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებულის შეწყალების აქტს დღეს მოაწერა ხელი.
პრეზიდენტის ადმინისტარაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ შეწყალებულთაგან 103 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 49-ს კი სასჯელი შეუმსუბუქდა. ქორიძის ინფორმაციით, შეწყალებული პატიმრებიდან 14 ქალი, 8 კი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
"ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. შეწყალების კომისიის სხდომა 28-29 სექტემბერს გაიმართა და ჩვენ სულ 910 მსჯავრდებულის განაცხადი განვიხილეთ", - განაცხადა ზვიად ქორიძემ და დასძინა, რომ შეწყალებული მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ძირითადად ნარკოტიეკბის მოხმარებასა და შეძენა-შენახვას უკავშირდება.