“კორტების სპეცოპერაციის“ საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდებულის დაკითხვით გაგრძელდება. წინა პროცესზე ირაკლი ფირცხალავა დაცვის მხარემ დაკითხა, პროკურატურამ კი მისი დაკითხვა ვერ მოასწრო. ფირცხალავას დაკითხვის შემდეგ პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩაინიშნული.