2 ოქტომბერს , საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს“, მებაჟე ოფიცრებმა პოლონეთის მოქალაქე ბ.ე.ს.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად უკანონოდ შემოტანილი 58 აბი მედიკამენტი DORETA აღმოაჩინეს (მედიკამენტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება TRAMADOL-ს). საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს სამცხე ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების საგამოძიებო სამსახურს.
სკანერით დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები XANAX - 30 აბი (alprazolam-ის შემცველობით) და ZALDIAR - 14 აბი (tramadol-ის შემცველობით) 1 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“. აკრძალული მედიკამენტები საქართველოს მოქალაქე ნ. ჯ.-ის კუთვნილ ხელბარგში იყო დამალული. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა გონიოს კრიმინალური პოლიციის განყოფილებას.
იმავე დღეს, სგპ „ბათუმის აეროპორტში“ რეისით სტამბოლი-ბათუმი ჩამოფრინდა ბოსნიის მოქალაქე ს.მ., რომლის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე ასევე სკანერით დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, კერძოდ: CAFFEBOL (KODEIN-ის შემცველობით) – 60 აბი და DEFRINOL (PSEUDOEFEDRIN-ის შემცველობით) - 91 აბი. საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.