ბათუმში, შენობის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.
ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს, მშენებარე შენობის ჩამონგრეული აივანი დაეცა. ადგილობრივების განცხადებით, მშენებლობა ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა და შენობის ჩამონგრევის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
რაც შეეხება დაშავებულს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.