ქიბარ ხალვაშსა და რუსთავი 2-ს შორის სამართლებრივ დავაზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გაიმართება. მანამდე საქალაქო სასამართლო 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს, რომლის თანახმადაც, ყადაღა დაედო შპს "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების წილებს, ხოლო ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის, ქონების გასხვისება, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, ასევე, საწარმოს სახელწოდების შეცვლა აეკრძალათ. სასამართლო განმარტავს, რომ ყადაღის დადება არ ნიშნავს სარჩელის დაკმაყოფილებას.