საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში ამერიკისშეერთებული შტატების ახალ ელჩს იან კელის შეხვდა.შეხვედრისას, ხაზი გაესვა, პარტნიორობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ორი ქვეყნის წარმატებული და შედეგიანი ურთიერთობებისმნიშვნელობას.
სუს-ის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში არსებული საფრთხეები და ახლადშექმნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისწინაშე არსებული გამოწვევები. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და აშშ-ის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის შესაბამისითანამშრომლობის განმტკიცება და გააქტიურება.
ვახტანგ გომელაურმა და იან კელიმ ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გამოკვეთილ პერსპექტივებზე.
„პირველი შეხვედრა მქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან. ეს იყო ძალიან პროაქტიური შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ სტრუქტურულრეფორმაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შეეხო. ჩვენ მიმოვიხილეთ ჩვენი კოოპერაცია. მე მადლობაგადავუხადე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ყველაფრისთვის, რასაც მისი სამსახური აკეთებს, გვეხმარება ჩვენ და იცავს ადამიანებისუსაფრთხოებას. ვისაუბრეთ საზღვრის დაცვის ასპექტებე და კონტრტერორიზმის საკითხებზე“ - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ.