ელისო კილაძის დაკითხვა თბილისის პროკურატუტრაში 4 საათს გაგრძელდა. “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორმა საგამოძიებო უწყებაში ე.წ „ნარუშილოვკებთან“ დაკავშირებული ვიდეომასალა მიიტანა. კილაძის თქმით, ძირითადი კითხვები კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, ე.წ „ნარუშილოვკებზე“ შეკითხვა კი მხოლოდ პროკურორ მეზვრიშვილის საქმესთან დაკავშირებით დაისვა, რომელზეც პასუხს ტექნიკური დეტალების დაუზუსტებლობის გამო კილაძე დღეს 11 საათზე უკვე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გასცემს.