მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის ჯოკია ბოდოკიას სასამართლო პროცესი 7 ოქტომბრამდე გადაიდო. დღევანდელ პროცესზე ბოდოკიას დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა დაცვის მხარემ მოსამართლეს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. მისი თქმით, დაცვის მხარე დაკითხვისთვის მზად არ არის.
დღეს საქმეში ასევე ჩაერთო მეორე ადვოკატი, დავით დეკანოიძე, რომელმაც განაცხადა, რომ დრო სჭირდება ბლდებულთან პოზიციების შესათანხმებლად.
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ჯოკია ბოდოკის პროცესი, 7 ოქტომბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.