გადაუღებელი წვიმების შედეგად დუშეთის რაიონ სოფელ ხეობისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად გარე სამყაროს ოთხი სოფელი - ბოგრიალბი, ფიჭვიანი, წითელი კლდე და ხეობა მოწყდა.
როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, გზაზე მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება კვლავ არსებობს, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოები ვერ იწყება.
მოსახლეობასთან დაკავშირება კი მხოლოდ ტყეზე ფეხით გადასვლის შემთხვევაშია შესაძლებელი, ამიტომ თუ მოძრაობა საავტომობილო გზაზე დროულად არ აღდგა სოფლებში მედიკამენტების და საკვები პროდუქტების დეფიციტი შეიქმნება.