შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) კიდევ ორ მოსამართლეს. ამის შესახებ CNN იუწყება.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სანქციებს უწესებს საქართველოს წარმომადგენელ გოჩა ლორთქიფანიძეს და მონღოლ ერდენებალსურენ დამდინს „ისრაელის თანხმობის გარეშე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის მოქალაქეების გამოძიების, დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მცდელობებში უშუალოდ მონაწილეობის გამო.
სახელმწიფო დეპარტამნეტის განცხადებში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისრაელის წინააღმდეგ ქმედებებს პოლიტიზებულად და სხვა სახელმწიფოებისთვის საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს.
მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონი არ მოითმენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.
„ჩვენ არ მოვითმენთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არღვევს შეერთებული შტატებისა და ისრაელის სუვერენიტეტს“, - განაცხადა რუბიომ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.