გვიან ღამით, გორში 40 წლის მამაკაცმა თანატოლს, შელაპარაკების დროს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს, ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.