გორის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვს 350 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
საქმე ეხება სოფელ ხურვალეთთან 16 ივლისს ბარნოვსა და პოლიციელს შორის მომხდარ ინციდენტს.
ბარნოვი მიიჩნევს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და საოკუპაციო ხაზთან ქვეყნის ღირსებას იცავდა.