გორის სასამართლოში სააკაშვილის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საქმე ეხება სოფელ ხურვალეთთან 16 ივლისს ბარნოვსა და პოლიციელს შორის მომხდარ ინციდენტს.
ბარნოვი მიიჩნევს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და საოკუპაციო ხაზთან ქვეყნის ღირსებას იცავდა.
"არანაირად არ ვაპირებ მოვითმინო უმოქმედობა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ჩადის და აძლევენ რუსეთს სრულიად უკონტროლოდ პარპაშის საშუალებას. ბინძური კამპანიაა ააგორეს, თქვეს, რომ ვიღაც თითქოს ომისკენ მოუწოდებს, ეს ნამდვილად ასე არ არის," - განაცხადა ბარნოვმა.
სასამართლოში იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც.