29 ივლისს, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების ქვეყანაში კანონსაწინააღმდეგოდ შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს. ბელგიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, მათ ჯამში 44 აბი კოდამოლი და კოდეინი (CO-CODAMOL, PARACETAMOL CODEINE) აღმოაჩინეს.
გამოვლენილი ფაქტების შესახებ მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.