ჟვანიას გარდაცვალების საქმის განხილვა მოწმეთა დაკითხვით განახლდება. გუშინ დაგეგმილი იყო ექსპერტ-კრიმინალისტების დაკითხვა, რომლებიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების დღეს შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ, თაუმცა ელექტროენერგიის გათიშვის გამო პროცესი გადაიდო. სრულად მხოლოდ ერთი მოწმე დაიკითხა, რომელმაც უსუპოვს თითის ანაბეჭდები აუღო. მან სასამართლოს იმ დაზიანებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პროცედურის ჩატარებისას შენიშნა. დღესბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა დასრულდება.