თბილისის საქალაქო სასამართლოს ელექტრომომარაგების შეწყვეტა შენობის შიდა ქსელში მომხდარმა დაზიანებამ გამოიწვია, - ამის შესახებ, ინფორმაციას კომპანია ,,თელასი” ავრცელებს.
უყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება სასამართლოს შიდა ქსელშია, დახმარების მიზნით „თელასის“ ტექნიკური სამსახური აწარმოებს სამუშაოებს ავარიის დროულად ლიკვიდაციისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში ელექტროენერგია შუადგისას გაითიშა. რის გამოც რამდენიმე გახმაურებული პროცესი მათ შორის ჟვანიას საქმის, იური ვაზაგაშვილის საქმის გახილვა გადაიდო.