სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა ქალაქ რუსთავში ხორცის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგი განახორციელეს. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ორ ობიექტზე (ი/მ ნოვრუზ ხალილოვი,ი/მ არიფ ხოჯაევი) ხორცის რეალიზაცია ფორმა N 2-ის გარეშე ხდებოდა. „სურსათის / ცხოველის საკვების , უვნებლობის , ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“(66-ე მუხლის მე-3 ნაწილის) თანახმად , ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს.