ხვალ, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.
ღონისძიებას დაესწრებიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები და მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე.
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 11:00 საათზე გაიმართება.