ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ლარის ინფლაციის პროცესში, ეროვნულ ბანკს შესაძლოა უფრო სწრაფი და დროული ჩარევა განეხორციელებინა.
ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის მოსმენისამდე, ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი კომიტეტის მიდგომა ეროვნული ბანკისადმი არის ძალიან კრიტიკული.
"როდესაც ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ, ამ პროცესში რამდენად დროული, ეფექტური და რელევანტური იყო ის ღონისძიებები, რაც ეროვნულმა ბანკმა გაატარა, ამ კუთხით კრიტიკული შენიშვნები გვაქვს, შეიძლება მწვავე იყოს მოსაზრებები იმიტომ, რომ მოთხოვნა ეროვნული ბანკის მიმართ კანონმდებლობიდან გამომდინარე არის მიმართული, რომ ჩარევა, ინტერვენცია დროული შესაბამისი და სწრაფი ყოფილიყო," - აღნიშნა დეპუტატმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას საშუალოვადიან პერსპექტივაში არ ელოდება.
ამ წუთებში დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილეს უსმენენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ ანგარიშს აცნობს.