ხობში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ცემეს. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ პატარა ფოთში მოხდა. როგორც მამუკა ხურცილავა ირწმუნება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მას უცნობმა პირებმა დაუძახეს და შენობიდან გამოსულს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა საინისტროს ინფორმაციით, საქმე ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა. ხურცილავა ჯერ ხობის, შემდეგ კი ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.