7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. დაცვის მხარე სასამართლოს გიორგი უგულავას მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე მიმართავს. დედაქალაქის ყოფილი მერის ადვოკატის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს არ იძლევა. ყოფილ მაღალჩინოსნებს გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევაში, ტელეკომპანია იმედში შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდებაში ადანაშაულებენ. სასამართლო განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში 11 საათზე დაიწყება.