მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ რუსეთში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებთან მის შეხვედრას პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა.
ნოღაიდელის თქმით, დიასპორის უდიდეს ნაწილს, რუსეთის გარდა, საქართველოს მოქალაქეობაც აქვს და მათ საარჩევნო ხმის უფლებაც, თუმცა, ნოღაიდელის თქმით, მათ ხმებს სააკაშვილი ითვისებს.
"დიასპორის უდიდეს ნაწილს, რუსეთის გარდა, საქართველოს მოქალაქეობაც აქვს. ანუ მათ საარჩევნო ხმის უფლებაც აქვთ. თუმცა, მათ ხმებს სააკაშვილი ითვისებს. ჩვენი ამოცანაა, მომავალში ეს აღარ განმეორდეს", _ აცხადებს ნოღაიდელი.