ხვალ, 23 აპრილს, 16:00 საათზე, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები შ.პ.ს "კოკა-კოლას" ქარხანას (წერეთლის #114) ეწვევიან. დევნილი ბავშვები ცნობილი ბრენდის "კოკა-კოლას" წარმოების ტექნოლოგიასა და ამ დარგის მნიშვნელობას გაეცნობიან.
აღნიშნული პროგრამა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამის "საქართველოს წარმატებული ბიზნეს საწარმოების გაცნობა" ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები თბილისში მდებარე სხვადასხვა წარმატებულ ბიზნესსაწარმოს მოინახულებენ.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიზანია, ახალგაზრდებმა სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკასა და თავისებურებებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღონ.