ე. წ. პოლიტპატიმრების მხარდამჭერი მორიგი აქცია 30 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ დღეს, შესაბამისი ტიპის აქციაზე გაცხადდა, რომელიც ტრადიციულად, პარლამენტის წინ გაიმართა.
დღევანდელ მიტინგშიც, ისე როგორც, ე. წ. პოლიტპატიმრების მხარდამჭერ ყველა აქციაში, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგებლები მონაწილეობდნენ.
30 აპრილს დაგეგმილ აქციას, სავარაუდოდ, მანიფესტაციის სახე ექნება.
შეგახსენებთ, რომ უკანონო პატიმრების მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები ყოველ ხუთშაბათს იმართება.