31 ოქტომბერს, 18:00 საათზე, სპარსულ სახლში კომპანია "თებულოტურის" ორგანიზებით, ქისტური საღამო გაიმართება.
ორგანიზატორთა განცხადებით, საღამოზე მისულ საზოგადოება შეძლებს თვალი გადაავლოს ქართულ-ქისტური ურთიერთობის ისტორიას.
"ქისტური კულტურა განსაკუთრებული სპეციფიკითა და თვითმყოფადობით ხასიათდება. მისი თბილისელებისთვის გასაცნობად დედაქალაქს ქისტი მომღერლები ეწვევიან. გაიმართება პანკისელი მომღერლის სულთან ბორჩაშვილის სიმღერების კრებულის პრეზენტაცია.