აზერბაიჯანში ავტოავარიის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქის ტამინა გამბაროვას საქართველოში გადმოსვენებისას პრობლემები შეიქმნა. წითელ ხიდთან, გამბაროვას ახლობლებს საქართველოში შემოსვლის ნებართვა რამდენმე საათის დაგვიანებით, მხოლოდ ქართველი სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ მისცეს. გაუგებრობა გარდაცვალების მოწმობის არქონამა გამოიწვია.
გარადა ამისა, გამბაროვას ოჯახის წევრების მტკიცებით, დაღუპული საქართველოს მოქალაქე გაძარცვულია.
შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს აზერბაიჯანში, ტოვუზის რაიონში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი საქართველოს მოქალაქეა.