დღეს, 22 აპრილს, 11:00 საათზე, მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გაიმართება პროექტის "მცხეთის კულტურული გიდები" დახურვასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიება.
პროექტი განხორციელდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, მცხეთის გამგეობის, ტურიზმის განვითარების ცენტრის "ნიუკასის", საქართველოს გიდების ასოციაციის ერთობლივი მონაწილეობითა და თანადაფინანსებით.
პროექტის მიზანია გიდის პროფესიით დაინტერესებული ადგილობივი კვალიფიციური კადრების მომზადება და დასაქმებისთვის ხელშეწყობა, რაც კონკრეტულად გულისხმობს ადგილობრივი გიდების გადამზადებას, მათი საქმიანობის გაძლიერებასა და პოპულარიზაციას რეგიონულ დონეზე. შესაბამისად კერძო და სახელმწიფო სექტორის მხრიდან მოთხოვნისა და დაინტერესების ადგილობრივ გიდებზე.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე მომზადდა 20 ადგილობრივი კულტურული გიდი მცხეთის რაიონისთვის. მათ ჩაუტარდათ თეორიული სწავლება და პრაქტიკული სასწავლო ტურები ქ. მცხეთასა და მის შემოგარენში. მცხეთის გიდების მოსამზადებელი საკვალიფიკაციო პროგრამის ორგანიზება და ჩატარება "ნიუკასის" გიდების სკოლამ უზრუნველყო. პროექტის მონაწილეებს, რომლებსაც მიენიჭებათ კვალიფიციური გიდის სტატუსი, გადაეცემათ სერთიფიკატები.
პროგრამის შემდგომი ეტაპები განხორციელება ითვალისწინებს ადგილობრივი გიდების მომზადებას სიღანღისათვის, ქუთაისისთვის, მთიანი რეგიონებისთვის.
საქართველოს რეგიონებისთვის ადგილობრვი გიდების გადამზადების პროგრამა გრძელვადიანი პროექტია, რომელსაც ახორციელებენ ტურიზმის განვითარების ცენტრი "ნიუკასი" და საქართველოს გიდების ასოციაცია საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმართველობების მხარდაჭერით.
ღონისძიებას დაესწრებიან ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორორტების დეპარტამენტიდან, მცხეთის ადგილობრივი გამგეობიდან.