დღეს, 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, თბილისის მერობის კანდიდატებს სთავაზობს მონაწილეობის მიღებას მწვანეთა მოძრაობის მიერ დედამიწის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში. მერობის კანდიდატების ოფისებს ეწვევიან საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრები, რომლებიც თითოეულ კანდიდატს გადასცემენ ბზის ნერგს და სპეციალურად მათთვის მომზადებულ მიმართვის ტექსტს.
გარდა ამისა, თბილისისა და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონის საჯარო სკოლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრები ჩაატარებენ ეკოგაკვეთილებს.
11:00 საათზე წეროვანში დევნილთა დასახლებაში დაირგვება 50 ძირი ნერგი, რომელშიც მწვანეთა მოძრაობასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს არსამთავრობო ორგანიზაცია "ექიმთაAკავშირი~.
ქალაქის მასშტაბით, მთელი დღის განმავლობაში მწვანეთა მოძრაობის ახალგაზრა წევრები და მოხალისეები მოაწყობენ აქციას, სახელწოდებით: "ნუ მოჭრით~.
დედამიწის საერთაშორისო დღეა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება 1970 წლიდან. მას მთელი მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანები და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები აღნიშნავენ.