22 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბირმინგემის უნივერსიტეტის რუსული და ევროპული კვლევების ცენტრის ექსპერტი კატარინა ვოლჩუკი და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი აირის კემპე ეწვევიან. უცხოელი ექსპერტების საჯარო ლექციები თსუ-ის ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენციების რეგულარული ციკლის ფარგლებში ხორციელდება.
კატარინა ვოლჩუკი წაიკითხავს ლექციას თემაზე "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და აღმოსავლეთის პარტნიორობა: მოდერნიზაციის სტრატეგია?" ხოლო აირის კემპე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგება მოხსენებით "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი: ევროპული პოლიტიკის ფორმირებისა და წარმოების პარადიგმატური ცვლილების მიმართულებით".