არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო" მართლმადიდებლური ეკლესიის პრივილიეგირებულ მდგომრეობაში ყოფნას აპროტესტებს და სახალხო დამცველსა და პარლამენტს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება, არსამათავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" ხელმძღვანელმა აგიტ მორზაევმა დღეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის განხილვისას გააკეთა.
როგორც მორზაევმა აღნიშნა, მართლმადიდებლური აღმსარებლობა პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და ეს პატიმართა მონახულების უფლებების მხრივაც ჩანს. როგორც მორზაევი აღნიშნავს, ნებისიერ რელიგიის მოძღვარი ვალდებულია პროცედურები გაიაროს მართლმადიდებლურ საპატრიარქოში, რათა მოიპოვოს პატიმრის მონახულების უფლება. ეს კი აგიტ მორზოევის თქმით, არის ადამიანის უფლებების დარღვევა და ამას საფუძვლად უდევს ხელისუფლებას და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატის ხელშეკრულება. სწორედ ამიტომ მორზაევი ითხოვს, რომ პარლამენტმა და სახალხო დამცევლმა ამ ფაქტსაც მიაქციონ ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციასთან დაკავშრებით არანაირი განაცხადი არ არის შესული.