მრავალსართულიან კორპუსებში ამორტიზებული ლიფტების შეკეთება გრძელდება.
თბილისის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომლის განხორციელებაც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, უკვე 100-მდე ლიფტის კაპიტალური შეკეთება მოხდა.
ლიფტების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70 % დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან იფარება, დარჩენილ 30 %-ს კი, მოსახლეობა, 4 წლის განმავლობაში, ყოველთვიური საპროცენტო განვადების სისტემით ფარავს.
გლდანის ა-მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში შეკეთებული ლიფტი დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.
"თბილისში სულ 10 ათასი სადარბაზოა, აქედან 100-მდე სადარბაზოში ლიფტის შეკეთება უკვე მოხდა. 2 ათასში კი ის აღდგენას არ ექვემდებარება და მის ნაცვლად ახალი ლიფტის დამონტაჟებაა საჭირო", - განაცხადა უგულავამ.