"ლეიბორისტული პარტია" პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ყავის ბიზნესის მონოპოლიაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს, ყაზბეგის 2-ში მდებარე ყავის სახლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა, "გილაურს არ ეყო რომ ენერგეტიკის მინისტრობის დროს უამრავი თანხა იშოვა და საქართველოს ენერგეტიკა რუსებს გადასცა".
"ახლა ყავის ბიზნესი ჩაიგდო ხელშ და ამ სფეროში დასაქმებული წვრილი ბიზნესმენები უმუშევარი დატოვა", - განაცხადა ჯიბლაძემ.
პარტია მოუწოდებს გილაურს ესპანეთში თავისი ინტერესების გამო "სირბილის მაგივრად ბოლივარის ქვეყნებთან ააწყოს ურთიერთობა, რომ არ გაგრძელდეს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ-ოსეთის აღიარება".