ჯანდაცვის სამინიტრო, წინასწარი მონაცემებით, ადმინისტრაციულ ხარჯებს 70 000 -ლარამდე შეამცირებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცახდა.
,, რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯების შემცირებას ჩვენ წინასწარი ცვლილებები გავაკეთეთ. ეს შეეხო ადმინისტრაციულ ხარჯებს, რაც გამოიხატება იმაში რომ შევამცირეთ საწვავი სლიმიტები, სამივლინებო ხარჯები რაც წინასწარი გათვლებით წელიწადში უნდა იყოს 50- 70 ათას ლარამდე. თუმცა ეს საბოლოო გადაწვეტილება არ არის და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში სამინისტროების მხრიდან ერთიანი სისტემური გეგმა იქნება მიღებული”, -განაცხადა სერგეენკომ.