აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. ბუხრაშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
შსს-ში მედიას განუცხადეს, რომ დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად.
ბუხრაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გრიგოლ ბესელია შეცვალა, რომელიც სავარაუდოდ, თბილისის პოლიციის ხელმძღვანელად ინიშნება.