საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოდრი გლოვერს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში დაგეგნილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
ქართული მხარე მიესალმა საარჩევნო მისიის საქმიანობის დაწყებას საქართველოში და მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.