მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ქვეყანაში 24-საათიანი მშენებლობა მიმდინარეობს.
"გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რა თქმა უნდა, ჩვენს ეკონომიკაზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია, თუმცა შენება არ შეგვიწყვეტია... ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ ვიყოთ ლიდერები ბიზნესის კეთების თვალსაზრისით და ეს ჩვენი მიღწევაა. ჩვენ ვრჩებით კორუფციასთან მებრძოლთა მოწინავე რიგებში. არსებობს კვლევები, სადაც საქართველო რამდენიმე ათეული ნიშნულით წინ მიიწევს გამუდმებით, მაშინ როცა რუსეთის რეიტინგი, როგორც წესი ქვემოთ ეშვება. ნამდვილად არ იქნება გადაჭარბებული ნათქვამი თუკი ვიტყვი, რომ საქართველოში 24-საათიანი მშენებლობაა მიმდინარეობს", - განაცხადა სააკაშვილმა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.
"2005 წელს, რუსეთმა ჩვენ გამოგვირთო გაზი და დაგვტოვა ყველანაირი სახსარის გარეშე, თუმცა დღეს ჩვენ თავად შეგვიძლია ენერგორესურსების ექსპორტირება მეზობელი რესპუბლიკებისათვის. ჩვენი ექსპორტი მხოლოდ ამ წლის პირველ სამ თვეში 50 %-ით არის გაზრდილი და ეს ზრდა გაგრძელდება', - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.