საჭიროა ყველამ გაიაზროს საქართველოს როლი გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა
"თუ კარგად გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, ასევე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ეს როლი სახეზე იქნება. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰქონდა არანაირი ავტორიტეტი. ეს იყო ქვეყანა, სადაც პოლიცია კორუმპირებული იყო, ხალხი კი მის შედეგებს საკუთარ თავზე განიცდიდა. ეს იყო სიბნელის ქვეყანა - დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ელექტროენერგია დღეში მხოლოდ დღეში ხუთი საათი ჰქონდათ. ეს იყო ქვეყანა, რომელსაც არ შეეძლო გამკლავებოდა არც ერთ გამოწვევას. მაგრამ ჩვენი დანიშნულება სწორედ ამისი გადალახვა გახდა, რაც შევძელით", - დასძინა სააკაშვილმა, რომლის განმარტებითაც, კოლოსალურად დიდი სამუშაო იქნა გაწეული, რათა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიის აღორძინება დაწყებულიყო.