პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოური ქვეყანაა, რომელმაც მოახერხა საფუძვლიანად ამოეძირკვა მისი ცხოვრებიდან ყველაფერი საბჭოური".
"ვარდების რევოლუციაზე" და ქვეყანაში მისი პრეზიდენტობის ვადაში განხორციელებულ რეფორმებზე საქართველოს პირველმა პირმა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოური ქვეყანაა, რომელმაც მოახერხა საფუძვლიანად ამოეძირკვა ყველაფერი საბჭოური მის ცხოვრებიდან... საქართველო აგრძელებს განვითარებას და ის არასოდეს დაუბრუნდება ძველ ნიშნულს, ის არასოდეს დანებდება", - განაცხადა სააკაშვილმა, რომლის განმარტებითაც, ის ცდილობს შექმნას ისეთი სახელმწიფო, რომლის მსგავსიც კავკასიის რეგიონში აქამდე არავის უნახავს.