საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს უპრეცედენტო და ფართო სახის შეხვედრები იყო. საქართველოს აქვს არა მარტო ამერიკის ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხარდაჭერაც. ეს პოზიცია ბარაქ ობამასთანაც და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრისას დადასტურდა", - განცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, აშშ-ში სააკაშვილის ვიზიტი ერთი დღით შეწყდება, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და მისი მეუღლის მარია კაჩინსკას დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ამ დრომდე უცნობია, რამდენ ხანს გასტანს შტატებში სააკაშვილის ვიზიტი.