იყრის თუ არა კენჭს "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერის პოსტზე ხვალ გახდება ცნობილი. როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის აღნიშნულის თაობაზე საკუთარ გადაწყვეტილებას სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაახმოვანებს.
"ყველა შეკითხვას ხვალ ვუპასუხებ", - განმარტა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, აპირებს თუ არა გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის ბრძოლას.