დღეს, 15 აპრილს, "ეროვნული საბჭოს" ლიდერები დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საბჭოდან აცნობეს, ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი დიპლომატებსა და არასამთავრობოებს წინასაარჩევნო პროცესში არსებული კანონდარღვევების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
შეხვედრა სასტუმრო "ბეტსში", 12:00 საათზე დაიწყება.