დღეიდან საქართველოში მუშაობას ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული ოფისის სადამკვირვებლო მისია დაიწყებს.
მისიის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდა. მათი განცხადებით, მისია საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესსა და არჩევნების შემდგომ პერიოდს დააკვირდება.
მისია საქართველოში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის მიზნით ქვეყნის ხელისუფლების მოწვევით ჩამოვიდა.
ეუთოს მონიტორები თბილისში შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებენ.